უკრაინაში დაჭრილ ქართველ გმირს გერმანიაში უმკურნალეს

უკრაინაში დაჭრილ ქართველ გმირს გერმანიაში უმკურნალეს

საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მძიმედ დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის გერმანიაში მკურნალობა და რეაბილიტაცია. ქართველი ოფიცერი, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ, მარიუპოლში აზოვსტალის კომპლექსის დაცვისას დაიჭრა. საბედნიეროდ, მოხერხდა მისი ევაკუაცია. მას უკრაინაში გაუწიეს პირველადი დახმარება, შემდგომში კი ჩვენი თანამემამულეების დახმარებით პოლონეთის გავლით მოხდა მისი ტრანსპორტირება გერმანიაში, სადაც ჩაუტარდა საჭირო კვლევები, მკურნალობა და შემდგომი რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის პროცესი უკრაინაში გაგრძელდა.

ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დღეს ქართველი ჯარისკაცი კვლავ მწყობრშია და სხვებთან ერთად ზრუნავს “აზოვის” ბატალიონის განვითარებაზე.

უკრაინაში ჩვენი ჯარისკაცები არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან. უკრაინის ომი თითეოეული ჩვენგანის ომიცაა, ამიტომ, მოგიწოდებთ მაქსიმალური თანადგომა და დახმარება გავუწიოთ ჩვენს ჯარისკაცებს და უკრაინელ მებრძოლებს.

Donate