
უკრაინაში რუსების შეჭრიდან 3 წელი გავიდა
სამი წლის წინ პუტინის რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და 2014 წელს დაწყებული აგრესიის ბოლომდე მიყვანა, მთელი უკრაინის განადგურება განიზრახა.
უკრაინელმა ხალხმა და მისმა მამაცმა პრეზიდენტმა თავი არ დაუხარა რუსეთს და მესამე წელია გასაოცარი გმირობისა და თავგანწირვის დემონსტრირებით ებრძვის დამპყრობელს.
უკრაინამ უკუაგდო მტერი კიევის მუსადგომებიდან, სუმიდან და ჩერნიგოვიდან, ხარკოვიდან და ხერსონიდან… ანადგურებს მტრის სამხედრო პოტენციალსა და მის ტერიტორიაზე შეჭრილ პუტინის ჯალათებს.
ბუჩისა და მარიუპილის და კიდევ ათასი სისასტიკის შემოქმედთ უკრაინელ ხალხთან ერთად ებრძვიან ქართველი მებრძოლებიც.
მთელი ცივილიზებული სამყარო, ვისთვისაც ღირებულია თავისუფლების იდეალები უკრაინის გვერდით დგას!
ეს ჩვენი საერთო ევროპული ბრძოლაა ოკუპანტის, რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ!
დიდება გმირებს! დიდება უკრაინას!
