ერთობლივად განხორციელებული პროექტი

ერთობლივად განხორციელებული პროექტი

მეგობრებო, ცოტა ხნის წინ, მოგმართეთ თხოვნით, რომ კონკრეტული საქმისთვის 3 500 ლარს ვაგროვებდით, თუმცა, იმ მომენტისთვის ვერ გითხარით, რისთვის.  

საქმე მდგომარეობდა შემდეგში:

კეთილმა ადამიანებმა საქართველოში შეიძინეს ავტომანქანა, რომელიც იმ დროისთვის, თბილისში შვებულებით მყოფ ქართველ ჯარისკაცს უკრაინაში, ჩვენს მებრძოლებთან, სახმელეთო გზით უნდა ჩაეყვანა.

ამ ადამიანს, სარფის საბაჟოზე შეუქმნეს პრობლემები და ქართული მხარის მოთხოვნით, თურქმა მებაჟეებმა უკან გამოაბრუნეს, ქართველებმა კი,  მანქანა ჩამოართვეს და საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.

ამის შემდეგ, დაიწყო დროის გაწელვა და სხვადახვა, არარსებული მიზეზების მოფიქრება, რომ ავტომანქანა რაც შეიძლება დიდხანს არ გამოეშვათ.

ეს ყველაფერი,  ერთი თვის მანძილზე გრძელდებოდა. საბოლოოდ, ქართველ მებრძოლს უთხრეს, რომ საჯარიმოდან მანქანის გამოყვანა 3000 ლარი დაუჯდებოდა.

ეს ამბავი შევიტყვეთ ჩვენ და ამ თანხის აგროვება დავიწყეთ.

თქვენი დახმარებით, აღნიშნული თანხა სულ რაღაც 2 დღეში შეგროვდა, რისთვისაც, დიდ მადლობას გიხდით.

საბოლოო ჯამში, მანქანის გამოხსნა დაჯდა 3000 ლარი (დარჩენილი თანხა 500 ლარი მოხმარდება ჩვენს სხვა პროექტს, რომლის ანგარიშსაც ასევე წარმოგიდგენთ.)

ქართველ მებრძოლს, რომელსაც შვებულება უმთავრდებოდა, მანქანის გარეშე მოუწია უკრაინაში დაბრუნება. მანქანა გუშინ, ჩვენმა მეგობარმა, ნიკუშა ფარულავამ გადაიყვანა საზღვარზე და ის უკვე უკრაინაშია.

წარმოგიდგენთ გადახდის ქვითრებს.

ვრცლად, ამ ამბის შესახებ, ნიკუშას მიერ ჩაწერილ ვიდეოში მოისმენთ.

 

 

Donate