შესავალი

ჩვენს შესახებ

მთელი მსოფლიოდან უკრაინისკენ მიმართული უზარმაზარი დახმარების შემხედვარე, თითოეულ ადამიანს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი საკმარისი რაოდენობითაა, მარაგებიც არსებობს და ჩვენი ჩარევა ზედმეტია, თუმცა, ეს ასე არ არის - მიწოდებული დახმარების კომპონენტთა უმრავლესობა სწრაფად გალევადია. მაგალითისთვის ავიღოთ მაღალი გამძლეობის მსუბუწი, კერამიკული ფილებით აღჭურვილი ჯავშანჟილეტი - ერთი, მაქსიმუმ ორი ტყვიის მოხვედრის შემდეგ, მინიმუმ ეს კონკრეტული ფილა უნდა გამოიცვალოს, რადგან მესამე, სხეულში შეაღწევს. ამასთან, ზუსტად უნდა წარმოვიდგინოთ უშუალოდ ბრძოლებში ჩართულ ადამიანთა რაოდენობა - მხოლოდ ტერიტორიული თავდაცვა დაახლოებით მილიონიანია.


აქედან გამომდინარე, თქვენს მიერ  მიწოდებული თითოეული ფილა თუ მთლიანი ჯავშანჟილეტი ადრე თუ გვიან კონკრეტული ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. ომის თეატრის სცენაზე, ყველაზე გამძლე ავტომობილიც კი ზიანდება და მუდმივად საჭიროებს ჩანაცვლებას, ისევე როგორც მაღალი გამავლობის, დიდი ტევადობის სასწრაფო მანქანებიც. დაჭრილი და დაშავებული ადამიანების სამკურნალოდ, ასევე საჭიროა სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების მარაგი, რომლის შესავსებადაც ჩვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია.


ქვეყნის სიდიდესაც თუ შევაფასებთ, მივხვდებით, რომ კონკრეტული საჭიროების დახმარების მიწოდების ლოგისტიკის აწყობაც არაა მარტივი. ერთიანი დიდი პროგრამებით მიწოდებისას შეიძლება შეიქმნას შეფერხებები, რომლებიც კონკრეტულ დანაყოფს, ან კონკრეტულ სამხედრო მოსამსახურეს დააზიანებს. ჩვენი მიზანია, კონკრეტულ დანაყოფებთან უკვე არსებული მჭიდრო კავშირი, მათი საჭიროების ცოდნისთვის, კიდევ უფრო გავაფართოვოთ და შევძლოთ დროდადრო შექმნილი სიცარიელეების ჩვენი ძალებით ამოვსება.

 

აქამდეც ამ პრაქტიკით ვმუშაობდით. ჩვენი გაგზავნილი დახმარება შეგიძლიათ ნახოთ კონკრეტული პროექტების მიხედვით. ეს დახმარება შეუძლებელი იქნებოდა თქვენს გარეშე. უდიდესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ადამიანებს ვინც მონაწილეობდა ამ პროექტებში: ჯონას ომანს და მის ორგანიზაციას "ლურჯ ყვითელი", თემურ იაკობაშვილს, ალექსანდრე ლომაიას, ანა ჯობავას, ნიკოლოზ თარგამაძეს, მამუკა ფაჩუაშვილს, ვლადიმერ გაბაშვილს, ვეკო ჭკადუას, სოფო ხერხეულიძეს, დავით შალამბერიძეს, ბაჩანა კვანტრიშვილს, ამირან დევდარიანს, ვანო ქადაგიძეს, გია ნიკოლაიშვილს, გიორგი კალანდაძეს, გია ტყებუჩავას, ზაალ გუგეშაშვილს, ნიკა თარგამაძეს, გიორგი გარსევანიშვილს, მამუკა ფაჩუაშვილს, ანა ჯობავას, ლექსო თოფურიას, ელენე ქარსელაძეს და სხვებს, ვინც ანონიმურად დარჩენა არჩია.

 

გვინდა, თქვენი მონაწილეობით ამ პრაქტიკის კიდევ უფრო დახვეწა. საბოლოო ჯამში, ის უზარმაზარი დახმარება, რომელსაც უკრაინას მეგობარი ქვეყნები და დიდი ორგანიზაციები უწევენ, ასეთი ინიციატივებითაც ივსება.


Donate