ვებგვერდზე ukraina.ge სტუმრობისას, ჩვენი მიზანია დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები. წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა გაგაცნობთ, ვებგვერდზე სტუმრობის შემდგომ, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვაზიარებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას.

1. რა ინფორმაციას ვაგროვებთ: თქვენი ვებგვერდზე სტუმრობის შემდგომ ჩვენ ვაგროვებთ შემდეგ სახის ინფორმაციას:  

  • პერსონალური ინფორმაცია: აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს თქვენს სახელს, გვარს, ელ-ფოსტის მისამართს, საფოსტო მისამართს და ტელეფონის ნომერს. გარდა ამისა, ინფორმაციას თქვენი ადგილსამყოფელის, ციფრული მოწყობილობის (გაჯეტის) და საძიებო სისტემის/ბრაუზერის შესახებ, რომელსაც თქვენ მოცემულ მომენტში იყენებთ;
  • გადახდის განხორციელების შესახებ ინფორმაცია: ვებგვერდის გამოყენებით შემოწირულობის განხორციელების შემთხვევაში, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი საკრედიტო ბარათისა თუ სხვა ტიპის გადახდის მეთოდის შესახებ. აღნიშნულ ინფორმაცის აგროვებს და ამუშავებს ჩვენი გადახდების დამამუშავებელი და ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენს მიერ განხორციელებულ გადახდის სრულ ინფორმაციაზე; 
  • „მზა ჩანაწერები“ (Cookies): ჩვენი საიტის მომხმარებელთა ქცევის მონიტორინგს ვანხორციელებთ ე.წ. „მზა ჩანაწერების“ (cookies-ის) და თეგის (თრექინგ ტექნოლოგიის) საშუალებით იმისთვის, რომ ვიზიტორებს გავუადვილოთ საიტით სარგებლობა და გავაუმჯობესოთ მისი ხარისხი. „მზა ჩანაწერები“ მცირე ზომის ფაილებია, რომლებიც საიტზე ვიზიტისას ინახება მომხმარებლის კომპიუტერში, პლანშეტში ან მობილურ მოწყობილობაში. ისინი რჩება თქვენს მოწყობილობაში და საიტს უბრუნდება, როცა კვლავ ეწვევით იმავე მისამართს. ეს მოიცავს ინფორმაციას თქვენი ციფრული მოწყობილობის (გაჯეტის), საძიებო სისტემის/ბრაუზერის, IP მისამართის   შესახებ, ასევე დეტალებს იმაზე, თუ რომელ გვერდებს ეწვიეთ და რა ტიპის მოქმედებები განახორციელეთ მოცემულ დროს;
  • Google-ის ანალიტიკა (სტატისტიკური ინფორმაცია): თქვენს მიერ ვებგვერდის გამოყენების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად ჩვენ ვიყენებთ Google-ის ანალიტიკის პროგრამას. ეს მოიცავს ინფორმაციას თქვენი ციფრული მოწყობილობის (გაჯეტის), საძიებო სისტემის/ბრაუზერის, IP მისამართის   შესახებ, ასევე დეტალებს იმაზე, თუ რომელ გვერდებს ეწვიეთ და რა ტიპის მოქმედებები განახორციელეთ;
  • Facebook პიქსელი (სტატისტიკური ინფორმაცია): თქვენს მიერ ვებგვერდის გამოყენების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად ჩვენ ვიყენებთ Facebook პიქსელის პროგრამას. ეს მოიცავს ინფორმაციას თქვენი ციფრული მოწყობილობის (გაჯეტის), საძიებო სისტემის/ბრაუზერის, IP მისამართის   შესახებ, ასევე დეტალებს იმაზე, თუ რომელ გვერდებს ეწვიეთ და რა ტიპის მოქმედებები განახორციელეთ.
  • როგორ ვიყენებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას: ჩვენ თქვენს შესახებ შეგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ შემდეგი მიზნებისათვის:
  • ვებ-გვერდის გასაუმჯობესებლად: ჩვენ თქვენს შესახებ შეგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ ვებგვერდის ოპერირების გასაუმჯობესებლად, იმისთვის რომ თქვენ გაგიმარტივდეთ შესვლა და გამოყენება;
  • თქვენთან საკონტაქტოდ: თქვენს შესახებ შეგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ თქვენთან საკონტაქტოდ, ასევე სიახლეებისა და ქველმოქმედებისა თუ ვებგვერდის ჩართულობით გაწეული დახმარებების შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად;
  • გადახდების დასამუშავებლად: თუ თქვენ შემოწირულობას ვებგვერდის მეშვეობით ახორციელებთ, ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას შემოწირულობის დასამუშავებლად და შესაბამისი ქვითრის დასაგენერირებლად/გასაცემად; 
  • ინფორმაციის გასაფილტრად: ჩვენ თქვენს შესახებ შეგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ, რათა ვებგვერდზე სტუმრობისას თქვენი ინტერესების შესაბამისად გავფილტროთ მასალა და პირველ რიგში მოგაწოდოთ ის ინფორმაცია და რეკლამა, რომელიც ყველაზე მეტად ერგება თქვენს ინტერესებს;
  • ვებ-გვერდის გაანალიზება-გაუმჯობესებისთვის: ჩვენ თქვენს შესახებ შეგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ ვებგვერდის გაანალიზებისთვის, გასაუმჯობესებლად, ვიკვლევთ მომხმარებელთა ქცევას და ვაწარმოებთ შესაბამის თრექინგს. 
  • თქვენს შესახებ ინფორმაციის გაზიარება: ჩვენ გვაქვს უფლება თქვენს შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ მესამე მხარეს შემდეგი მიზნებისთვის:
  • გადახდის დამუშავება: თუ თქვენ შემოწირულობას ვებ-გვერდის მეშვეობით ახორციელებთ, ჩვენ გვაქვს უფლება თქვენს შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ გადახდის დამამუშავებელს, რათა დაამუშავოს თქვენი შემოწირულობა;
  • სტატისტიკა და რეკლამა: ჩვენ გვაქვს უფლება თქვენს შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ მესამე მხარეს, ისეთი ტიპის სტატისტიკის მაგენერირებელ პროგრამებს როგორებიცაა, Google-ის ანალიტიკა და Facebook პიქსელი, რათა მათი დახმარებით ჩვენ შევძლოთ ვებგვერდის გაუმჯობესება, დახვეწა და თქვენთვის მეტად რელევანტური შინაარსის მოწოდება; 
  • სამართლებრივი შესაბამისობა: თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი სასამართლო უწყების ან სამართლებრივი მოთხოვნის საფუძველზე.
  • თქვენი არჩევანი: ჩვენს მიერ თქვენს შესახებ შეგროვილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ თქვენ შეგიძლია შემდეგი არჩევანი გააკეთოთ: 
  • უარის თქმა ჩვენი მხრიდან კონტაქტზე: ჩვენს მიერ გამოგზავნილ ელექტრონულ წერილებზე თანდართული ინსტრუქციის საშუალებით, unsubscribe ღილაკზე დაჭერით, შეგიძლიათ მარტივად გააუქმოთ გამოწერა;
  • თრექინგზე უარის თქმა: თქვენს მიერ გამოყენებულ ბრაუზერში „მზა ჩანაწერებზე“ (Cookies) უარის თქმით, მარტივად დაბლოკავთ თრექინგის ფუნქციას;

Donate