ავტომობილის გადაცემის ცერემონია

ავტომობილის გადაცემის ცერემონია

27 ივლისს, ლატვიის საელჩომ საქართველოში უკრაინის საელჩოს საქართველოში ფრონტზე გასაგზავნად გადასცა მაღალი გამავლობის ავტომანქანა.
ავტომანქანის გადაფორმების ხარჯებს ფარავს უკრაინული მხარე, ხოლო ტრანსპორტირების 1000 დოლარს თქვენი შემოწირულობით თავის თავზე იღებს პორტალი Ukraina.ge .
ცერემონიას ესწრებოდნენ  ლატვიის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ედიტე მედნე, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლექსანდრ შულგა, ლატვიის სამხედრო ატაშე ილმარს ძენევსი, უკრაინის სამხედრო ატაშე სერჰი კრავჩუკი და ukraina.geს ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან თარხნიშვილი.
ყველას დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის.

Donate