მადლობის სიგელები ფონდისაგან SUPPORT AZOV

მადლობის სიგელები ფონდისაგან SUPPORT AZOV

სასიამოვნო ახალი ამბები გვაქვს – თემურ იაკობაშვილმა, იოსებ (ბაჩანა) კვანტრიშვილმა და მე, გივი თარგამაძემ მადლობის სიგელები მივიღეთ:

“უკრაინის სახელმწიფოს დაცვის საქმეში დახმარებისა და უკრაინის თავდაცვის ძალების “აზოვის” ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებაში მხარდაჭერისთვის” –  ფონდისგან SUPPORT AZOV და “რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში ქვეყნის დაცვაში დახმარებისთვის” –  სპეციალურ ოპერაციათა ძალების სპეციალური დანიშნულების ცალკეული პოლკისგან “АЗОВ” Киiв.

ეს მადლობა, რომელიც ეკუთვნის მთელს ჩვენს გუნდს და უფრო მეტად, პირველყოვლისა, ჩვენს დონორებს, ყველას, ვინც თუნდაც მცირედი გაიღო,  გვიჩვენებს რომ ჩვენი დახმარება უმნიშვნელო არ არის და კიდევ უფრო მეტად გვმატებს ენთუზიაზმს და მონდომებას, რომ კიდევ უფრო მეტი შევძლოთ, მეტი ადამიანი შემოვიერთოთ და უფრო სერიოზული დახმარება გავწიოთ.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა.

 

 

 

Donate