კიდევ ერთი ავტომობილი გადაეცა უკრაინაში მებრძოლებს

კიდევ ერთი ავტომობილი გადაეცა უკრაინაში მებრძოლებს

თქვენი დახმარებით შეგროვილი თანხით კიდევ ერთი კარგი საქმე გაკეთდა უკრაინასთვის. 2500 ბრიტანული ფუნტ სტერლინგით შევიძინეთ და გარემონტების შემდეგ უკრაინულ მხარეს გადავეცით 2006 წელს გამოშვებული Nissan Pathfinder Sport DCI (საბუთები იხილეთ კომენტარებში).

მორიგი მადლობა ჩვენს მოხალისე პარტნიორს იოსებ (ბაჩანა) კვანტრიშვილს, რომელმაც უზრუნველყო მანქანის შეძენა-ჩაყვანის ლოგისტიკა და გაიღო გარემონტებისა და ტრანსპორტირების ხარჯები. ავტომობილი უკვე უკრაინაშია და გადაეცა მესამე ცალკეულ მოიერიშე ბრიგადას.

დიდი მადლობა ყველას, ვინც მისი დონაციით შესაძლებელი გახადა ეს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დახმარება.

 

Donate