მოკლე აღწერა

თქვენგან გაღებული თითოეული თეთრი დაუყოვნებლივ მიმართული იქნება დრონების, ღამის ხედვის და ცეცხლში ხედვის აღჭურვილობის/სათვალეების, თერმული ხედვის კამერების და სხვა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის შესაძენად, რაც აუცილებლად დაეხმარება უკრაინელ მებრძოლებს ბრძოლის ველზე მტერთან უპირატესობის მოპოვებაში.

სპეციალური აღჭურვილობა სამხედრო ნაწილებისთვის

1,100,100  შეგროვებული
1 მხარდამჭერები
0 Days Left
შეგროვებული:
110.01%
მიზანი: 1,000,000 
The campaign is successful.
6 Campaigns | 0 Loved campaigns

აღწერა

მამაცი უკრაინელი მებრძოლები, თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად  ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან. ჩვენთვის უდიდესი პატივია მათ სოლიდარობა გამოვუცხადოთ და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ.

ამ ომმა უდიდესი ზიანი მიაყენა უკრაინას, მისთვის თავდადებულ ჯარისკაცებს და ახლა, მათ ჰაერივით ესაჭიროებათ თანამედროვე აღჭურვილობა, რათა ჯეროვნად და ღირსეულად შეასრულონ საკუთარი მისია. სწორედ აქ და ახლაა საჭირო თქვენგან დახმარების გაწევა. თქვენი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ისეთი მაღალი დონის ტექნიკის მობილიზებას და უკრაინელი მებრძოლებისთვის მიწოდებას, როგორებიცაა: დრონები, ღამის ხედვის და ცეცხლში ხედვის აღჭურვილობა, რაც მათ დაეხმარება ღირსეული გამარჯვების მოპოვებაში.

მადლობას გიხდით დიდსულოვნებისთვის და ასევე სოლიდარობისთვის. ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, შევძლებთ გავამყაროთ უკრაინელი გმირების დაუღალავი ძალისხმევა და გამარჯვების სურვილი, ასევე შევძლებთ უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი.

გარდა ამისა, როგორც  აღვნიშნეთ სამხედრო შენაერთებისთვის მუდმივად პრიოტეტულად რჩება ჯავშანჟილეტების და მისი ფილების მიწოდება.

  • ჯავშანჟილეტები, ფორმები, ჩაფხუტები და სამედიცინო ყუთი

    აღნიშნული პროექტის განხორციელებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს შემდეგმა ადამიანებმა: Jonas Ohman და მისი ორგანიზაცია “Blue Yellow”; თემურ იაკობაშვილი; ლექსო თოფურია; ლევან თარხნიშვილი; ანა ჯობავა; მამუკა ფაჩუაშვილი; გიორგი გარსევანიშვილი; ნიკოლოზ თარგამაძე;
სახელი თანხა თარიღი
ანონიმური 100,000  თებერვალი 5, 2023 10:29 am