Contact Info
გიგი უგულავა

ქართველი პოლიტიკოსი

თბილისის მერი 2005- 2013 წლებში

 

  • სხვადასხვა დროს მუშაობდა რელიგიის ისტორიის მასწავლებლად, ჟურნალისტად, კონსულტანტად. 
  • 2003 წლიდან ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას. 
  • იყო ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ სამართლებრივი განათლების ქვესაბჭოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი. 
  • 20012003 წლებში იყო „სამართლებრივი განათლების ასოციაციის“ (ALPE) დირექტორი.
  • 2003 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 
  • 2004 წელს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე. 
  • 20042005 წლებში პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში. 
  • 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.
  • 20092014 წლებში იყო ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრი, კონგრესში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი.
  • 2017 წლის 27 მაისს არჩეულ იქნა „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივნად.
  • გიგი უგულავას მერობის პერიოდში დაიწყო ძველი თბილისის რეაბილიტაცია, გადაიდგა პირველი ნაბიჯები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებისთვის, ქალაქს აღუდგა 24 საათიანი ელექტროენერგიის მიწოდება, აშენდა გმირთა მოედნის ესტაკადა და მნიშვნელოვანი, თბილისისთვის მანამდე უჩვეულო არქიტექტურული ძეგლები: იუსტიციის სახლი, მშვიდობის ხიდი.
  • დაჯილდოებულია დავით აღმაშენებლის ორდენით, რომლითაც ჯილდოვდებიან სახელმწიფო მოღვაწეები, სამოქალაქო, სამხედრო და სასულიერო პირები ქართველი ერის წინაშე ღვაწლის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და აღორძინების, საზოგადოების კონსოლიდაციის, დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის.

Donate