Contact Info
ლევან ყუბანეიშვილი
- მისი ჟურნალისტური კარიერა 1990 წელს დაიწყო. იყო სხვადასხვა გაზეთის საერთაშორისო ამბების კორესპონდენტი;
- 1993 წლიდან პირველი დამოუკიდებელი ტელევიზია „იბერვიზიის“ ახალი ამბების წამყვანი, ასევე ყოველკვირეული ანალიტიკური პროგრამის ავტორი. მოგვიანებით გახდა ახალი ამბების სამსახურის უფროსი;
- 1999 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის, ახალი ამბების სამსახურის უფროსის და მეორე არხის გენერალური დირექტორის;
- 2002 წელს დააფუძნა პირველი ციფრული ტელეკომპანია „მზე“;
- 2004 წლიდან იყო 1995 წელს დაფუძნებული პირველი სრული პაკეტის მქონე სარეკლამო კომპანია TBC TV-ს გენერალური დირექტორი;
- 2008 წელს აირჩიეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად. მისი ხელმძღვანელობით დამთავრდა საზმაუს ფუნდამენტალური რეფორმა;
- 2010 წელს ჩამოაყალიბა ფასიანი მაუწყებლობის პირველი ქსელი – GMG, რომელიც აერთიანებდა 6 სატელევიზიიო არხს. 2016 წელს კომპანია შეიძინა უმსხვილესმა საკომუნიკაციო ოპერატორმა საქართველოში – “სილქნეტმა”;
- წლების განმავლობაში არის სატელევიზიო პროგრამების და სერიალების ავტორი;
- იყო საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალ “მანას” (1995 წელი) გამარჯვებული და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.