ვებ-გვერდს მართავს მედია საკონსულტაციო ცენტრი (404658474)
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვებგვერდზე ukraina.ge
აღნიშნულ ვებ-გვერდზე სტუმრობით, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ, დატოვოთ ვებგვერდი.
- ვებგვერდის გამოყენების პირობები: შეგიძლიათ ვებგვერდი გამოიყენოთ მხოლოდ კანონიერი მიზნებისათვის. გეკრძალებათ გამოიყენოთ მოცემული ვებგვერდი კანონსაწინააღმდეგო, არასანქცირებული მიზნებისთვის, ასევე დაუშვებელია ვებგვერდის გამოყენება მართლსაწინააღმდეგო, მუქარის შემცველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი შინაარსის ტექსტების გასავრცელებლად/გასაჯაროების მიზნით;
- ინტელექტუალური საკუთრება: აკრძალულია წინამდებარე ვებგვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის გრაფიკა, ფოტო, გამოსახულება, პროგრამული უზრუნველყოფა, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, ukraina.ge-ს მიერ შექმნილი ვიზუალური მედია და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) ukraina.ge-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
- პასუხისმგებლობის მოხსნა: ვებგვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია მითითებულია „როგორც არის” (“as is” და “as available”) საწყისზე. შესაბამისად, ვებგვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება სრულად წარმოადგენს მომხმარებლის პირად რისკს და ukraina.ge არ არის პასუხისმგებელი ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით დამდგარ პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით ან მიზეზ-შედეგობრივ ზიანზე;
- პასუხისმგებლობის შეზღუდვა: ukraina.ge არ არის პასუხისმგებელი ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით დამდგარ პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით ან მიზეზ-შედეგობრივ ზიანზე;
- მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია: ჩამოთვლილი წესები და პირობები უნდა ექვემდებარებოდეს, შესაბამისობაში მოდიოდეს, საქართველოს კანონმდებლობასთან, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს და კონფლიქტში არ უნდა მოდიოდეს მასთან;
- ვებგვერდზე ცვლილებების შეტანა: ukraina.ge უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს წინამდებარე წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. თქვენს მიერ ვებგვერდზე სტუმრობა/მითითებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს თანხმობას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე;
- კონტაქტი: ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: [email protected]
ვებგვერდზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა წესსა და პირობას.
მოცემული წესებისა და პირობების გარდა, გვსურს დამატებით ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი მომხმარებლების მიერ მხარდაჭერილი/განხორციელებული შემოწირულობა და კეთილშობილური საქმე არის სრულად გამჭვირვალე. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ვებგვერდის მომხმარებლებისთვის მათ მიერ გაღებული შემოწირულობის შესახებ გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა უზრუნველვყოთ ინფორმაციის მაქსიმალური გავრცელება ყველა იმ ქველმოქმედებისა თუ კეთილშობილური საქმის შესახებ, რომელიც ვებგვერდის გავლით ხდება.
თუ თქვენ გადაწყვეტთ შემოწირულობის გაღებას ამ ვებგვერდის დახმარებით, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ყველა იმ ქველმოქმედებისა თუ საქმის კონკრეტულ შემთხვევას (ქეისს), რომლის მხარდაჭერაც გსურთ. ჩვენ გაწვდით ინფორმაციას საქველმოქმედო პროექტების შესახებ, თუმცა თავად უნდა განსაზღვროთ და გადაწყვიტოთ თუ რომელი მიმართულებით გსურთ შემოწირულობის გაღება.
ჩვენ ვუზრუნველვყოფთ მომხმარებლებმა მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია და ისე განახორციელონ შემოწირულობა. ნებისმიერი კითხვისა თუ პრეტენზიის შემთხვევაში, გთხოვთ დაუყოვნებლივ მოგვმართოთ. ნებისმიერ დროს მზად ვართ დაგეხმაროთ და მუდმივად ვცდილობთ ქველმოქმედების მხარდაჭერის მიმართულებით გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებას.