ვიწყებთ თანხის შეგროვებას სასწრაფო დახმარების მანქანების შესაძენად

ვიწყებთ თანხის შეგროვებას სასწრაფო დახმარების მანქანების შესაძენად

პირველ რიგში, გვინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ.
თქვენი ძალისხმევით, ზუსტად ორ დღეში შეგროვდა 3500 ლარი – თანხა, რომელიც ერთი კონკრეტული საქმისთვის გვჭირდება და რომლის შესახებაც, სულ მალე მოგიყვებით.

მეგობრებო, გადავდივართ შემდეგ ეტაპზე – ვიწყებთ თანხის შეგროვებას სამხედრო ნაწილებისთვის მაღალი გამავლობის, დიდი ტევადობის (მინიმუმ 4 საკაციანი) სასწრაფო მანქანების შესაძენად.

მარტის ბოლოს, ველოდებით მეტად კარგ შემოთავაზებას აღნიშნული სასწრაფოს მანქანების მისაღებ ფასად შეძენაზე.

ამ დროისთვის, ჩვენი მიზანია, შევაგროვოთ მინიმუმ 20 000 დოლარის ექვივალენტი ლარში (ერთი სასწრაფოს საშუალო ღირებულება)

გვაქვს თქვენი იმედი, ერთად ყველაფერს შევძლებთ!

მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

https://ukraina.ge/product/purchase-of-ambulances/

Donate