ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ყველგანმავალი ავტომანქანის დონაცია

ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ყველგანმავალი ავტომანქანის დონაცია

ქართველი ხალხი დიდი ხანია თანამშრომლობს უკრაინელ ერთან და მხარს უჭერს მის გმირულ ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენი მოქალაქეები იბრძვიან უკრაინელების მხარდამხარ, ჩვენი მოხალისეები კი მაქსიმალურად ცდილობენ დაეხმარონ როგორც მებრძოლებს, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას.

ამ დღეებში კიდევ ერთი, მცირე დახმარება ჩავიდა უკრაინაში – ჩვენმა თანამოქალქეებმა შეიძინეს და უკრაინის სამხედრო ძალებს გადასცეს ყველგანმავალი ავტომანქანა, რომელიც უკვე ადგილზეა და უკრაინაში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს ემსახურება.

ასეთი ტიპის ავტომანქანები გამოიყენება ფრონტის ხაზთან აღჭურვილობის, სურსათის, მედიკამენტების და სხვა სახის ტვირთის მისატანად, მსუბუქად დაჭრილების და სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის; ასევე, სამხედრო პატრულირებისთვის და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად.

ქართველი ჯარისკაცები და მოხალისეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ ომში, უკრაინელები ხედავენ და აფასებენ მათ ძალისხმევას და თავდადებას. ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე იმსახურებს საჯარო მადლობას, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მათი და მათი ახლობლების უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოების მიზნით არ ვასაჯაროებთ მათ ვინაობას და არ ვასახელებთ კონკრეტულ სამხედრო შენაერთს სადაც მსახურობენ. 

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის ყველა მებრძოლს. აქ მყოფებმა კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი გამარჯვებისთვის.

განსაკუთრებყლ მადლობას ვუხდით ყველა მოხალისეს,  რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდა ეს კონკრეტული დონაცია.

Donate