გენერატორებს მოაქვთ სინათლე და იმედი

გენერატორებს მოაქვთ სინათლე და იმედი

თქვენი დახმარებით უკრაინაში  სამი მაღალი სიმძლავრის გენერატორი ჩავიტანეთ. ტრანსპორტირება მოხდა პოლონეთის გავლით და გენერატორები უკვე განთავსდა ბახმუტსა და მის რაიონში. ტრანსპორტირების პროცესი საკმაოდ შრომატევადი იყო, თუმცა პოლონელი მეგობრების და პოლონეთში ჩვენი თანამემამულეების დახმარებით ყველა სიძნელე გადაილახა. უკრაინისთვის გადაცემულ გენერატორებს სინათლე და იმედი ჩააქვთ მათთვის

მადლობას ვუხდით დონორებს, პარტნიორებს და მოხალისეებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდა ამ პროექტის განხორციელება. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. რუსეთი მუდმივად ცდილობს შეტევა მიიტანოს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, შესაბამისად, გენერატორებზე და ელექტროენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე მოთხოვნილება მხოლოდ გაიზრდება და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათი მიწოდების საქმეში.

როგორც ყველა პროექტში, აქაც თქვენი დახმარების და თანადგომის იმედი გვაქვს. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ უკრაინის შემთხვევაში გენერატორები მხოლოდ სინათლის წყარო არაა, ის მნიშვნელოვნად ცვლის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს და ეხმარება გადაიტანოს ომის საშინელებები. როგორც ყველა პროექტი, გენერატორებიც ეხმარება უკრაინას ბრძოლაში და აახლოვებს მის გამარჯვებას.

Donate