Contact Info
გიორგი (გოკა) გაბაშვილი
- 1995 წელს დაამთავრა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენების და ლიტერატურის ფაკულტეტი. არის საარბრუკენის უნივერსიტეტის გერმანისტიკისა და გერმანული ფილოსოფიის მაგისტრი;
- 1998 წელს მუშაობდა გერმანიის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტში;
- 1999-2002 იყო ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს უმაღლესი განათლების, გამომცემლობის, მედია პროგრამის კოორდინატორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;
- არის საქართველოს ტელესივრცეში საავტორო პუბლიცისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ათობით პუბლიცისტური სტატიის და წერილის ავტორი;
- 2002 წელს შეურთდა ზურაბ ჟვანიას გუნდს და გახდა პარტია “გაერთიანებული დემოკრატების” გენერალური მდივანი. აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო მოძრაობაში, რომელიც ვარდების რევოლუციით დასრულდა.
- კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის და ძეგლთა დაცვის მინისტრის რანგში მისი ინიციატივით დაფუძნდა ეროვნული მუზეუმი და ძეგლების აღდგენა-კონსერევირების ფაკულტეტი, 700-ზე მეტ ძეგლს ჩაუტარდა რესტავრაცია, საქართველო პირველად წარსდგა ვენის ბიენალეზე და მსოფლიომ პირველად, ფართო მასშტაბით იხილა საქართველოს ოქროს ფონდი;
- 2008-2012 წლებში იყო კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე;
- 2012-2016 წელს ხელმძღვანელობდა პარლამენტში უმსხვილეს ოპოზიციურ ფრაქციას – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და იყო საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი მთავრი სპიკერი;
- 2017-2021 იყო თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო“-ს თავმჯდომარე
- წლების განმავლობაში მისი უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა პროდასავლური პარტიების საარჩევნო კამპანიების სტრატეგიული დაგეგმარება.