Contact Info
ლევან თარხნიშვილი
- ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი, ლანკასტერის უნივერისტეტის (დიდი ბრიტანეთი) მაგისტრი სოციოლოგიაში;
- აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი არსამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებაში, მათ შორის: თავისუფლების ინსტიტუტი, სამოქალაქო საზოგადოების შესწავლის ცენტრი, სოციოლოგიური კვლევების ცენტრი, კავკასიური კვლევების რესურსცენტრი, ევრაზიის ფონდის სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის პროგრამა და სხვა;
- 2005-2007 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს პირველი თავმჯდომარე. საბჭო ჩამოყალიბდა და ამუშავდა მისი თავმჯდომარეობის დროს;
- 2007-2010 წლებში იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სწორედ ამ პერიოდში ჩატარდა ცესკოს ფუნდამენტური რეფორმა;
- იყო პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი პოსტ-საბჭოთა რეგიონების საკითხებში;
- 2012-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი;
- აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასთან. არის 60-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი;
- კონსულტაციას უწევდა უკრიანის, ყირგიზეთის, მოლდოვის და რუსეთის პროდასავლურ პარტიებს, საარჩევნო სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში;
- სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული აქვს მრავალი სოციოლოგიური კვლევა. არის საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული 20-ზე მეტი ანალიტიკური პუბლიკაციის ავტორი.