ლევან თარხნიშვილი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე

ლევან თარხნიშვილი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე

რაც გასულ დღეებში ვნახეთ, ეს იყო საკუთარი ხელისუფლების და პოლიციის საქციელზე  გაბრაზებული ნორმალური ადმიანების ნორმალური რეაქცია.

ადამიანები გაბრაზდნენ, რადგან, ხელისუფლებას ქვეყნა რუსეთში მიყავს და ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, ეს უკვე ათი წელია ხდება და ჩვენ ათი წელია ამას ვაპროტესტებთ.

ეს ადმიანები ქუჩაში გამოვიდნენ არა რომელიმე პარტიული პოლიტიკის მხარდასაჭერად, არამედ, გამოვიდნენ იმიტომ, რომ საქმე ეხებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და მის ევროპულ ორიენტაციას.

ახალგაზრდობა მაშინ გამოდის ქუჩაში, როცა  საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება, როცა ხელისუფლება რუსეთში მიგვერეკება. ასე მოხდა 20 ივნისს, “გავრილოვის“ ღამეს და ამიტომ,რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, არის ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ადამიანების რეაქცია. თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციებსაც. ასეთ დროს პროვოკატორები ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე, შეგიძლიათ მათ “ტიტუშკები“ უწოდოთ, რომლებიც დადიან და მავნებლობენ.

Donate